“ნეტა ამ მახინჯ ტრადიციას დაესვას წერტილი ერთხელ და სამუდამოდ”, – წერს სოციალურ ქსელში გორის საგანმანათლებლო ცენტრის უფროსი ნანა ტერმაკოზაშვილი.
ის მოსწავლეებთან ერთად, მშობლებსაც მიმართავს.
“რა ნახეთ ამ მანქანებით სირბილში! და თუ მაინცდამაინც, საფრთხის ქვეშ როგორ აყენებთ თქვენი და თქვენი შვილების სიცოცხლეს – მანქანიდან მთელი ტანით ამოსულ ბავშვებს ვგულისხმობ! ბოლო ზარის მანქანა გააჩერა ზუტად რესურსცენტრის წინ პატრულმა. საჭესთან მშობელი იჯდა. რატომღაც ძალიან ბრაზობდნენ პოლიციელების აბსოლუტურად ადეკვატურ რეაგირებაზე. არ გინდათ, ხალხო, ნუ რისკავთ თქვენი და თქვენი შვილების სიცოცხლით”, – წერს ტერმაკოზაშვილი.
დატოვეთ კომენტარი