ახალი ამბები

სკვერი კარგია, მაგრამ ჯერ წყლის პრობლემას მიხედეთ – მოსახლეობა კასპის მერიას მიმართავს 

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში მცხოვრები მოსახლეობა მერიას წყლის პრობლემის მოგვარებას სთხოვს. ადგილობრივების ნაწილი ფიქრობს, რომ ხელისუფლება პრიორიტეტებს არასწორად ადგენს და ბიუჯეტსაც არამიზნობრივად ხარჯავს. 

ჯერ პირველადი მოთხოვნილების პრობლემა, წყალი მოაგვარეთ და მერე დანარჩენს მიხედეთ, – ამ შინაარსის კომენტარებს ადგილობრივები მას შემდეგ წერენ, რაც ‘მოზაიკამ” კავთისხევში დაგეგმილი სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. 

“სკვერების მოწყობა კარგია, მაგრამ იქნებ წყლისთვისაც მიგექციათ ყურადღება, გრაფიკით რომ მოდის, ციხის უბანში და ალბათ სხვა უბნებშიც იგივე მდგომარეობა” – აღნიშნა ლუბა ხიზანიშვილმა.

“წყალს მიხედეთ, ზაფხულში შეუძლებელია დასვენება, თქვენთვის კი არა, ხალხისთვის იფიქრეთ” – მიმართა კასპის მერიას დონორა მამაცაშვილმა. 

“მაგის მაგივრად წყლის პრობლემა მოაგვარეთ, რამდენი რეალური პრობლემა აქვს სოფელს, იმას მიხედოთ ჯობია”, – დაწერა ლაშა იაშვილმა.

შეგახსნებთ, რომ კაპის მერიამ კავთისხევში სკვერის და მემორიალის მოწესრიგება გადაწყვიტა. ბიუჯეტიდან ამისთვის 326 384 ლარი გამოყო.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი