გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივმა ჯანდაცვის ცენტრმა, 4 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე მოკვლევა დაიწყო.
ცენტრის ხელმძღვანელი, მარიამ გიუნაშვილი ამბობს, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს შესწავლა, რა სიხშირით იყო მიმართვიანობა ექიმთან.
“ჩვენ ვიკვლევთ, რა დროს შევიდა, მიმართვიანობა როდის იყო და რამდენჯერ განხორციელდა ექიმთან ვიზიტი. ასევე ვიკვლევთ აცრების სტატუსს, დანარჩენი სხვა ინფექციების შემთხვევაში”, – ამბობს მარიამ გიუნაშვილი.
გიუნაშვილის თქმით, მომხდარით სამედიცინო რეგულირების სააგენტოც დაინტერესდება.
დატოვეთ კომენტარი