4 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე განმარტება კლინიკაში განმარტება გააკეთეს.
პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელი ამბობს, რომ მშობლებმა თავად თქვეს უარი ბავშვი სტაციონარში დაეტოვებინათ.
“პაციენტი კლინიკაში შემოყვანილ იქნა 17 მაისს, ღამის 3 საათსა და 50 წთ-ზე. მორიგი ექიმის მიერ ვერიფიციერებული იქნა ჩუტყვავილის დიაგნოზი. პაციენტზე შეთავაზებული იყო მკურნალობის სქემა, საჭირო იყო მისი სტაციონარში მოთავსება, რაზეც მშობლებმა განაცხადეს უარი და თვითნებურად დატოვეს კლინიკა”, – განაცხადა ლია ლაზარაძემ.
ინფორმაციისთივის, გორში, 4 წლის ბავშვის გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად ჩუტყვავილის გართულებული ფორმა დასახელდა.
დატოვეთ კომენტარი