ახალი ამბები

გორში შერეული საბრძოლო ხელოვნების საერთაშორისო ტურნირი გაიმართება

27 მაისს,  გორის სპორტის სასახლეში პირველად “შერეული საბრძოლო ხელოვნების GFC 20” გაიმართება, – ამ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს. 

უწყების ცნობით,  ტურნირში 26 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.

“ქართველ სპორტსმენებთან ერთად შერეულ ორთაბრძოლებში მონაწილეობას მიიღებენ ასევე უცხოეთიდან მოწვეული მებრძოლები. გაიმართება 13 ბრძოლა”, – ვკითხულობთ მერიის განცხადებაში. 

ტურნირი 20:00 საათზე დაიწყება.

პროექტი გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და შიდა ქართლის შერეული საბრძოლო ხელოვნების ფედერაციის თანადაფინანსებითა და გორის სპორტის ხელშეწყობის სააგენტოს მხარდაჭრით ხორციელდება. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები