გორის ტრანსპორტის სააგენტოს ბიუჯეტი 6 089 000 ლარია, საიდანაც შტატით დასაქმებულთა ხელფასებზე ბიუჯეტიდან 241 428 ლარი იხარჯება, რაც სააგენტოს მთლიანი ბიუჯეტის დაახლოებით 4% -ია.
აღნიშნული ინფორმაცია “მოზაიკას” ტრანსპორტის სააგენტოდან მიაწოდეს, თუმცა სააგენტოს არ დაუკონკრეტებია, რა თანხა იხარჯება სრულად, შტატიან და შტატგარეშე თანამშრომლებზე.
ინფორმაციისთვის, ქალაქს 30 ავტობუსი, 32 კონტროლიორი და 98 მძღოლი ემსახურება. სააგენტოს ცნობით, გასულ წელს ავტობუსების შეკეთებასა და მოვლა-შენახვას 190 899 ლარი მოხმარდა.
დატოვეთ კომენტარი