ღონისძიებები ადგილობრივი ძალებით გაიმართება, – გვითხრა ქარელის მერიის კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსმა.
ვახტანგ თურქაძის თქმით, 26 მაისის აღსანიშნავად, ქარელს სხვა მუსიკალური შემსრულებლების მიწვევა არ დასჭირდება.
“იმდენად კარგი გუნდები გვყავს, ვინმეს მოწვევა არ გახდა საჭირო”, – აღნიშნა თურქაძემ.
მერიის ცნობით, 26 მაისს ღონისძიებები 11:00 საათზე კულტურის სახლის ეზოში დაიწყება.
“წარმოდგენილი იქნებიან ქორეოგრაფიული ანსაბლები, მევიოლინეთა დასი, ასევე მამაკაცთა ხალხური მუსიკის გუნდი. ღონისძიებებში მოსწავლე ახალგაზრდობა იქნება ძირითადათ ჩართული”, – გვითხრა ვახტანგ თურქაძემ.
პროგრამის მიხედვით, 26 მაისის ღონისძიებები ქარელში 2 საათი გაგრძელდება.
დატოვეთ კომენტარი