ახალი ამბები

კასპის მუნიციპალიტეტში მგელმა ფერმერებს 150-მდე ცხვარი შეუჭამა

კასპის მუნიციპალიტეტში მგლების შემოსევაა – სოფელ ხოვლეში ფერმერებს გარეულმა ცხოველმა 150-მდე ცხვარი შეუჭამა. ადგილობრივების თქმით, ზარალი 50 000 ლარს აჭარბებს.

“გზაზე იყო გაშლილი, ეგრევე ეყარა ცხვარი. ბევრი მგელი იქნებოდა, ერთი და ორი ვერ იზამდა, ხალხმა ნახა ნაკვეთები, სულ სავსე იყო დახოცილი ცხვრით. 150-მდე ცხვარია დახოცილი. ტალახზე ეტყობოდა რო 10-12 მგელი იქნებოდა. რომელი ცხვრებიც გადარჩნენ, ისინიც დასახიჩრებულები არიან და ალბათ ეგენიც დაიხოცებიან”, – ამბობენ ადგილობრივები.

მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას, მომრავლებული მგლის გამო, დახმარებას სთხოვს. მათი თქმით, მუნიციპალიტეტმა უნდა უზრუნველყოს გარეული ცხოველების პოპულაციის მართვა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

გვანცა დოლუაშვილი

გვანცა არის "მოზაიკას" დირექტორი და მთავარი რედაქტორი.