ახალი ამბები

სურამში ხეები კერძო პირმა სატყეო ტერიტორიაზე ჩააბეტონა – ხაშურის მერია 

ეს ვანდალური ფაქტი ჩაიდინა კერძო პირმა, რომელიც კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება, – უთხრა “მოზაიკას” ხაშურის ეკონომიკური სამსახურის უფროსმა სერგო ლალიაშვილმა. 

“ხეები მერიას არ ჩაუბეტონებია. ეს რამდენიმე დღის ამბავია, ამბათ 3 დღის წინ ჩაიდინა კერძო პირმა ეს ვანდალური ფაქტი და ის აუცილებლად სამაგალითოდ დაისჯება”, – გვითხრა სერგო ლალიაშვილმა.

მერიის წარმომადგენლის თქმით, ფაქტის შესახებ მათ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციდან გაიგეს და მომხდარის შესასწავლად, ადგილზე ზედამხედველობის სამსახური გაგზავნეს. 

“მოზაიკა” საკითხის გასარკვევად, ამ სამსახურის უფროსსაც დაუკავშირდა. როგორც შოთა კუჭაიძემ გვითხრა, ხეები სატყეო ტერიტორიაზეა ჩაბეტონებული. 

“ეს არის სატყეო ტერიტორია. კონკრეტულად ვინ ჩაიდინა, ამას ვერ გეტყვით, თუმცა ჩამდენი დაჯარიმდება”, – აღნიშნა მერიის ზედამხვედველობის სამსახურის უფროსმა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გვანცა დოლუაშვილი

გვანცა არის "მოზაიკას" დირექტორი და მთავარი რედაქტორი.