კერძო პირმა, სახლამდე მისასვლელ გზაზე, თვითნებურად, ბეტონი დააგო და მათ შორის ხეებიც ჩააბეტონა, – ასე ეხმაურება ხაშურის მერია სურამში, ბაიანთხევის დასახლებაში მომხდარ ფაქტს.
ფოტოზე, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, “ჩაბეტონებული” ხეები ჩანს.
მერია წერს, რომ აღნიშნული ტერიტორია სატყეო ფონდის საკუთრებაა.
“შემთხვევა არასამუშაო დღეებში მოხდა. მას შემდეგ, რაც ფაქტის შესახებ, მუნიციპალიტეტისთვის გახდა ცნობილი, ადგილზე გავიდნენ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები და სატყეო სააგენტოს თანამშრომლები”, – ვკითხულობთ უწყების განცხადებაში.
მერიის ცნობით, დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურულ და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევის კანონის მიხედვით.
“იმ შემთხვევში თუ პირი სამართალდარღვევას დროულად არ აღმოფხვრის, რაც ტერიტორიის ადრინდელ მდგომარეობაში დაბრუნებას გულისხმობს, დაეკისრება შესაბამისი მკაცრი სანქციები”, – წერს ხაშურის მერია.