გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით რაზმაძე რუსეთის მიერ საქართველოში სავიზო რეჟიმის გაუქმებას გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ეს ცალმხრივი გადაწყვეტილებაა და ამაში საქართველოს ხელისუფლება არაფერ შუაშია.
რაზმაძე ფიქრობს, რომ ამ გადაწყვეტილებით ოპოზიცია, კერძოდ კი “ნაციონალური მოძრაობა” ისარგებლებს.
“ეს არის ცალხმრივი გადაწყვეტილება, ყოველთვის ასე ხდება. რა თქმა უნდა, ეს არასასურველი ვითარებაა, მაგრამ პუტინმა კიდევ ერთი მაშველი რგოლი ჩამოუგდო ამით “ნაციონალურ მოძრაობას”. მაგათი პირველი მფარველი არის პუტინი. ამ თემას აწევენ, რა თქმა უნდა ნაციონალები. მე, ნამდვილად ვიცი, რომ ხელისუფლება ამაში არ ურევია, იმიტომ რომ ვიზების აკრძალვას ან დაშვება ჩვენი მხრიდან არ არ მომხდარა, პირიქით 2009 წელში უვიზო მიმოსვლა სააკაშვილმა დაანონსა და დღესაც ასეა. ვფიქრობ, რომ ჩვენს სტატუსთან მიმართებაში ამას არანაირი ყურადღება არ უნდა მიექცეს, მეორე საკითხია რას იფიქრებს ევროპა ჩვენზე. თუ საღად მიუდგება ამ საკითხს, ვფიქრობ, არ უნდა მიიღონ უარყოფითად”, – განაცხადა დავით რაზმაძემ.