ახალი ამბები

გორში 6 ქუჩისთვის სახელის შეცვლაზე მსჯელობენ – ახალ სახელებს მოსახლეობა დაასახალებს

გორში 6 ქუჩისთვის სახელის შეცვლა იგეგმება. ამის შესახებ მერის სამოქალაქო მრცეველთა საბჭოს ოქმებიდან ვიგებთ. 

როგორც დოკუმენტებშია ნათქვამი, სახელების შეცვლა  სკვერის ქარხნის, გმირების, შრომის  და ჩოდრიშვილის ქუჩებისთვის განიხილება. 

“ეს საკითხი საბჭოს სხდომაზე დააყენა იოსებ ალიმბარაშვილმა, რომელიც  გარდაიცვალა, მაგრამ საკითხი დარჩა ჩვენი მუშაობის დღის წესრიგში”, – გვითხრა საბჭოს თავმჯდომარემ. 

დაკო მურადაშვილის თქმით, სავარაუდო სახელების ჩამონათვალის გაკეთების მიზნით, საბჭო მაისის თვეში მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავს.

“გამომდინარე იქედან, რომ საკითხი წარმოადგენს მოსახლეობის ინტერესებს, საჭიროა ამ ქუჩის
მაცხოვრებლებთან კონსულტაციები, საბჭო მაისის თვეში გამართავს მოსახლეობასთან შეხვედრებს და მათ მიერ შერჩეული დასახელებების ალტერნატივებს განსახილველად შესთავაზებს მერიას და საკრებულოს”. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გვანცა დოლუაშვილი

გვანცა არის "მოზაიკას" დირექტორი და მთავარი რედაქტორი.