გორში რამდენიმე გაჩერებაზე ტრანსპორტის ტაბლო გათიშულია.
ერთ-ერთია წმინდაწყლის დასახლებაში, ცხინვალის გზატკეცილზე არსებული ტაბლო, რომელიც მოსახლების თქმით, 10 დღეზე მეტია არ მუშაობს. მათი თქმით, ავტობუსების ლოდინი გაურკვეველი დროით უწვეთ.
“მოზაიკა” აღნიშნულთან დაკავშირებით ტრანსპორტის სააგენტოს დაუკავშირდა. მედიასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს, რომ საკითხზე პასუხს ხელმძღვანელობასთან შეთანხმების შემდეგ გაგვცემენ.
დატოვეთ კომენტარი