ახალი ამბები

საოკუპაციო ხაზთან მდებარე ყველა სოფელს ახალი ბიბლიოთეკა ექნება – გიორგი კეკელიძე

საოკუპაციო ხაზთან მდებარე ყველა სოფელს ახალი ბიბლიოთეკა ექნება, – ეს ინფორმაცია საზოგადოებას ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ მიაწოდა.

კეკელიძის ცნობით, პროექტი “საქართველოს ფოსტით” მხარდაჭერით ხორციელდება. 

“მაისის დიდი შეთანხმებები გრძელდება.  ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭირო მემორანდუმი, რომელიც ძალიან დიდ და მნიშვნელოვან მომავალს გულისხმობს”, – წერს გიორგი კეკელიძე.

მისი თქმით, პროექტი ერთი წელი გაგრძელდება და ის მიზნად ისახავს საზღვრის პირა სოფლებში მცხოვრები ბავშვების შემეცნებითი და ლიტერატურული წიგნებით უზრუნველყოფას.

დატოვეთ კომენტარი