გორის ციხიდან გადმოვარდნილი რუსი ტურისტის ჯამმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
დაშავებული მკურნალობას გორში, სამხედრო ჰოსპიტალში გადის. კლინიკის ინფორმაციით, მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.
“30 წელს გადაცილებული ქალი შემოიყვანილია წვივ-კოჭის დაზიანებით, ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა, პაციენტი რჩება სტაციონალში, შესაბამისად უტარდება სტაციონალური მკურნალობა, მისი მდგომარეობა სტაბილურია”, – განაცხადა სამხედრო ჰოსპიტლის გადაუდებელი სამედცინო განყოფულების ხელმძღვანელმა, იგორ გეორგიანმა.
გორის ციხიდან რუსი ტურისტი გადმოვარდა
დატოვეთ კომენტარი