ახალი ამბები

გარიყულაზე, ჩოგბურთის ახალ კორტებზე დევისის თასის გათამაშება ჩატარდება 

გარიყულაზე ჩოგბურთის ახალ კორტებზე დევისის თასის გათამაშება ჩატარდება, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი ავრცელებს. 

მეზურნიშვილის ცნობით, გათამაშება სექტემბერში ჩატარდება და ამ დროისთვის, ჩოგბურთის კორტების მოწყობა უკვე დასრულებული იქნება. 

“სექტემბერში საერთაშორისო სტანდარტების ჩოგბურთის კორტებზე დევისის თასის გათამაშებაში საქართველოს ნაკრები ტუნისელ ჩოგბურთელებს მიიღებს”, – წერს ირაკლი მეზურნიშვილი.

ამავე თემაზე: “გარიყულაზე გრანდიოზული სპორტული პროექტები მიმდინარეობს” – ირაკლი მეზურნიშვილი

მისივე ინფორმაციით, მალე დასრულდება საფეხბურთო მოედნის მოწყობაც, სადაც დაგეგმილია, რომ ვარჯიშები “მილანის ინტერის აკადემიამ” ჩაატაროს. 

“მილანის ინტერის აკადემიასთან მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკება, რომ გარიყულაზე, ახალ საფეხბურთო მოედანზე, ჯგუფები ჩამოყალიბდეს და რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს, ინტერის პროგრამით საუკეთესო საფეხბურთო ვარჯიშები ჩაუტარდეთ”, – აღნიშნავს მეზურნიშვილი. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი