ახალი ამბები

“გარიყულაზე გრანდიოზული სპორტული პროექტები მიმდინარეობს” – ირაკლი მეზურნიშვილი

კასპის მუნიციპალიტეტში გრანდიოზული სპორტული პროექტების განხორციელება მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი ავრცელებს.

მეზურნიშვილის თქმით, პროექტები რეგიონის ეკონომიკას გააძლიერებს და ხელს შეწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

“ეწყობა საფეხბურთო მოედანი, ხელოვნური საფარით და უმაღლესი ხარისხის ბალახით, რომლის შემდეგაც, რეგიონში მცხოვრებ ბავშვებს ექნებათ ახალი შესაძლებლობა შეისწავლონ, დახვეწონ და განავითარონ თავიანთი ნიჭი”, – ამბობს მეზურნიშვილი. 

მისივე ინფორმაციით, შენდება ორი მაღალი სტანდარტის სასტუმრო, სადაც ადგილობრივი მაცხოვრებლები დასაქმებიან.

“მოეწყობა კალათბურთის და ფუტზალის დარბაზი, ყველა სტანდარტის გათვალისწინებით და ასევე ჩოგბურთის 4 საერთაშორისო სტანდარტების კორტი”.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი