ახალი ამბები

ქარელში საბიუჯეტო სახსრებით აშენებული რიტუალების დარბაზების 46% უფუნქციოა

ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდამჭერი პროგრამით, სოფლებში აშენებული 39 რიტუალების სახლიდან 18 უფუნქციოა.

როგორც “მოზაიკამ” გაარკვია, მოქმედი სარიტუალო დარბაზების ნაწილს, აშენების შემდეგ დანიშნულება შეეცვალათ. 

“16 ფუნქციონირებს, როგორც სარიტუალო დარბაზი, 3 გადაკეთდა საბავშვო ბაღად, 2 კი სპორტდარბაზად”, – ნათქვამია საჯარო ინფორმაციაში, რომელიც ქარელის მერიისგან მივიღეთ. 

რაც შეეხება უფუნქციო სარიტუალო დარბაზებს, მერიის ცნობით, ამის მიზეზი შენობების გაუმართაობაა. 

“სარიტუალო დარბაზების მშენებლობა მოხდა სოფლის მხარდაჭერი პროგრამის ფარგლებში, თუმცა შემდეგ წლებში, პროგრამიდან ამოღებული იქნა დადგენილების საფუძველზე რიტუალების სახლებზე რაიმე ტიპის სამუშოს განხორციელება და თანხების ხარჯვა. აქედან გამომდინარე, ვერ მოხდა აღნიშნული უმოქმედო სარიტუალო დარბაზების დასრულება”, – ვკითხულობთ მერიის პასუხში. 

უწყების თქმით,  უმოქმედო სარიტუალო დარბაზებთან დაკავშირებით მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს, რის საფუძველზეც მათთვის ახალი დანიშნულების მინიჭების საკითხი გადაწყდება. 

შეგახსენებთ, რომ წლების განმავლობაში, სიფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში რიტუალების სახლების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობდა, თუმცა მათი ნაწილი, ქარელის მსგავსად, სხვა მუნიციპალიტეტებშიც უფუნქციოა. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი