ახალი ამბები

ქარელის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 98 000 ლარი სპეც.ტექნიკის სესხის დასაფარად იხარჯება 

ქარელის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 98 000 ლარი სესხის დასაფარად იხარჯება. 

საუბარია სპეც ტექნიკაზე, რომლის შესაძენადაც, ქარელის მერიამ მუნიციპალური განვითარების ფონდისგან 346 336 ლარის ოდენობის სესხი აიღო. 

“2017 წელს აღებული სესხით შევიძინეთ სპეც მანქანა. აღნიშნული სესხის მთლიანი მოცულობა შეადგენს 346 336 ლარს, ხოლო გადასახდელი პროცენტი 171 255 ლარს”, – ვიგებთ მერიის ოფიციალური დოკუმენტებიდან. 

მერია სესხის სრულად დაფარვას 2024 წელს აპირებს. მიმდინარე წელს კი, სესხის დაფარვისთვის, წინა წლების მსგავსად, 98 000 ლარს გადახარჯავს. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.