ახალი ამბები

ხაშური იქნება სპორტული ტურიზმის პატარა ჰაბი საქართველოში – ხაშურის მერი

ხაშურში რაგბის პოპულარიზაციის მიზნით, სპორტული ღონისძიება მოეწყო, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი, თენგიზ ჩიტიაშვილიც ესწრებოდა. 

“ეს ყველაფერი ჯდება იმ კონცეფციაში, რომელი კონცეფციითაც მე ვხედავ ხაშურის განვითარებას, რომ ხაშური იყოს სპორტული ტურიზმის პატარა ჰაბი საქართველოში” – თქვა ხაშურის მერმა გრიგოლ ჯომართიძის სახელობის სტადიონზე ყოფნისას. 

ჩიტიაშვილის თქმით, მუნიციპალიტეტს ბევრი მსგავსი სპორტული სივრცე სჭირდება. 

“მიხარია, რომ ხაშურს ასეთი კარგი სტადიონი აქვს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი ხაშურისთვის. თაგ რაგბი ჩემთვის სიახლეა თუმცა როგორც ამიხსნეს ეს არის რაგბის საწყისი ანუ რაგბს სწავლობენ კონტაქტის გარეშე. ვიცით რომ რაგბი არის კონტაქტური სპორტი, თუმცა თაგ რაგბის დროს არ ხდება ერთმანთთან კონტაქტი”, – აღნიშნა ხაშური მერმა.

დატოვეთ კომენტარი