ახალი ამბები

გორის მერია სამოქალაქო ბიუჯეტის ახალგაზრდული კლუბის წევრების შესარჩევ კონკურს აცხადებს

გორის მერია სამოქალაქო ბიუჯეტის ახალგაზრდული კლუბის წევრების შესარჩევ კონკურს აცხადებს. კონკურსში მონაწილეობა გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, 18-დან 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შეუძლიათ. 

მერიის განცხადებით, კლუბი საინფორმაციო კამპანიის “მე  ვგეგმავ ჩემი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს” ფარგლებში ყალიბდება. 

“საინფორმაციო კამპანიის მიზანია გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, სამოქალაქო  პასუხისმგებლობის დონის გაუმჯობესება/ამაღლება და მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში, ახალგაზრდების ჩართულობა მუნიციპალიტეტის საქმიანობაში”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

შერჩეულ ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა ტრენინგების საშუალებით აიმაღლონ ცოდნა შემდეგი მიმართულებით:

  • ადგილობრივი თვითმართველობის კომპეტენციები;
  • მოქალაქეთა მონაწილეობის მექანიზმები ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში;
  • კომუნიკაცია და პრეზენტაციის უნარები.  

საინფორმაცია კამპანიას გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების სააგენტო, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად ახორციელებს. 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს განაცხადის შევსება შეუძლიათ ბმულზე: სააპლიკაციო ფორმა

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.