ტირძნისში მეორადების მაღაზიიდან ტანსაცმელი მოიპარეს. მომხდარის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მაღაზიის მეპატრონემ გაავრცელა.
მისი თქმით, მეორადი ტანსაცმლის მაღაზია ტირძნისში რამდენიმე დღის წინ გახსნეს.
“რამოდენიმე დღის წინ გავხსენით მინი მეორადების მაღაზია , ნუ მაღაზიასაც ვერ ვუწოდებ დაწყების პროცესში ვიყავით ჯერ და მცირეოდენი საქონელი გვქონდა , როგორც ჩანს ბევრი “კეთილის მსურველი” გვყავს სოფელში. ასე, რომ დაარბისეს ეს ჩვენი “მაღაზია” ცოტა მეცინება. რაში უნდა დაგჭირდეს მსგავსი რამ, ან რა უნდა გედოს გულში, რომ ასეთი რამ მოიმოქმედო . მე, მაინც ღმერთს მადლობას ვუხდი ამ წამოწყებისთვის, რადგან მეგონა, რომ პირველ რიგში სოფელს წაადგებოდა ეს ამბავი და ბევრი დადებითი ემოციაც მივიღე. არაუშავს, უბრალოდ, ცოტა გულდასაწყვეტია რაღაც საქმეში გულს რომ ჩადებ და არ დაგიფასდება, მაგრამ უფალი დიდია. პ.ს იმ მაიკებს ყველგან ვიცნობ, რაც წაიღეს, ამიტომ კარგად შეინახოს წამღებმა და ზოგადად დაფარული არაფერი არ ჩება”, – წერს მაღაზიის მეპატრონე.