ხაშურელი ზურა შათირიშვილი Global UGRAD 2023-2024 წლის ფინალისტი გახდა.
“როგორც იქნა, 3 წლიანი შრომის შემდეგ დადგა ის მომენტი როცა მივაღწიე სასურველ მიზანს, დამიფასდა ამდენი დახარჯული დრო და ენერგია – გავხდი Global UGRAD 2023-2024 წლის ფინალისტი”, – წერს ხაშურელი ახალგაზრდა სოციალურ ქსელში.
Global UGRAD გლობალური საბაკალავრო გაცვლითი პროგრამაა.
“პროგრამა თავს უყრის მომავალ ლიდერებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, რათა მათ გამოსცადონ ამერიკული უმაღლესი განათლება, გამოიმუშავონ კრიტიკული პროფესიონალური უნარები და აღმოაჩინონ ახალი კულტურები და ღირებულებები. პროგრამა ყოველწლიურად არჩევს დაახლოებით 200 სტუდენტს სამოცდაათამდე ქვეყნიდან, მთელი მსოფლიოს მასშტაბით”, – აღნიშნავს შათირიშვილი.
ზურამ ხაშურის #3 საჯარო სკოლაში სწავლობდა. მან სკოლა 2021 წელს დაასრულა. ახლა კი ერთ აკადემიურ სემესტრს აშშ-ში ისწავლის.
“Global UGRAD-ის ფინალისტები ერთ აკადემიურ სემესტრს გავატარებთ ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტსა თუ კოლეჯში. პროგრამა სრულადაა დაფინანსებული, მგზავრობის და ცხოვრების ხარჯებიდან დაწყებული, წიგნებისათვის საჭირო თანხით დასრულებული”.