ახალი ამბები

მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში 3 გორელი სპორტსმენი იასპარეზებს

მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც ძიუდოში 7-13 მაისს დოჰაში გაიმართება, გორიდან სამი ძიუდოისტი იასპარეზებს.

ჩემპიონატზე გაემგზავრებიან ლაშა შავდათუაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი და ეთერ ასკილაშვილი.

“ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი საქართველოში ყველაზე ტიტულოვანი ძიუდოისტია. უშუალოდ მსოფლიოს ჩემპიონატზე, მას 2021 წელს აქვს ოქროს მედალი მოპოვებული. ევროპის ჩემპიონი და ოლიმპიური პრიზიორი ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატზე 2017 წელს იღებდა მონაწილეობას, საიდანაც ბრინჯაოს მედალით დაბრუნდა. ეთერ ასკილაშვილს კი, მსოფლიოს ამ უმთავრეს შეჯიბრებაზე დებიუტი ექნება”, – წერია სპორტის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დოჰაში საქართელოს ნაკრებიდან 12 სპორტსმენი იასპარეზებს.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.