საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის აგორის დანაყოფს საგანმანათლებლო დაწესებულების აღსაზრდელები ეწვივნენ.
“სკოლისა და საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს მეხანძრე-მაშველებმა საგანგებო სიტუაციების დროს ქცევის წესებისა და მოქმედების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ბავშვებმა მეხანძრე-მაშველთა სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერეს და მათ ტექნიკურ მახასიათებლებს გაეცნენ”, – წერს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
უწყების ცნობით, მსგავსი შეხვედრები საგანგებო სიტუაციების დროს ქცევის წესების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ხორციელდება და სისტემური ხასიათი აქვს.
დატოვეთ კომენტარი