ხაშურში ავტოსადგურის დასახლებაში სკვერის მოწყობას ითხოვენ.
როგორც “მოზაიკას” ადგილობრივები უყვებიან, ამ მოთხოვნით მათ მერიას წერილიც მიწერეს, რომელსაც აგარის, ცხინვალის, სურამის, წრომის, სულხან საბა ორბელიანის, პაპუაშვილის, ატოვსკაიას, სუბათაშვილის ქუჩების და ჯვარმუხის დასახლების მცხოვრებლები აწერდნენ ხელს.
“3 წელია, მოსახლეობა სკვერის მოწყობას ვითხოვთ. მერიაში მითხრეს, წერილობით მოგვმართეთო, და წერილიც მივწერე. ჩვენი დასახლება საკმაოდ დიდია. არ ვიცით, რა დავაშავეთ, დღემდე პასუხი ვერ მივიღეთ, რატომ არ კეთდება სკვერი”, -ამბობს რამაზ გელაშვილი.
როგორც ხაშურის პრესსამსახურის უფროსი ნინო სუხიაშვილი გვეუბნევა, მოქალაქეების მოთხოვნა მათთვის ცნობილია და უწყება სკვერის მოსაწყობად ტენდერის გამოცხადებას აპირებს.