სტატიები

წყალმომარაგების კომპანია კასპში, ქარელში და გორში 31 მილიონიან პროექტს ახორციელებს 

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია კასპში, ქარელში და გორში 31 500 000 ლარის ღირებულების პროექტს ახორციელებს.

კომპანიამ ხელშეკრულება გაუფორმა კომპანიას “ინვესტ გრუპი”, რომელმაც   ქალაქი კასპის, კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების იგოეთისა და მრგვალი ჭალის წყალმომარაგების სისტემის ოპტიმიზაციის,  ქალაქი ქარელისა და გორის წყალმომარაგების მაგისტრალური მილების, სერვისცენტრის, სათავე ნაგებობისა და სადგურის დასახლების რეაბილიტაციის პროექტირება უნდა მოახდინოს. 

აღნიშნული პროექტი მრავალწლიანია და მისი დასრულება 2025 წელს იგეგმება. 

“მიმწოდებელი ვალდებულია, სამშენებლო სამუშაოები შეასრულოს, საპროექტო დოკუმენტაციის ჩაბარებისა და მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და შემსყიდველის წერილობითი დავალების გაცემიდან არაუგვიანეს 2025 წლის 25 დეკემბრისა, ხოლო ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ვადა განისაზღვრება სამუშაოების დასრულების დღიდან არაუმეტეს 30 კალენდარული დღით”, – ნათქვამია სახელშეკრულებო დოკუმენტაციაში. 

დაგემილია შემდეგი სამუშაოები:

კ ა ს პ ი:

  • მრგვალი ჭალის სათავე ნაგებობის ტერიტორიისა და მასში არსებული შენობა – ნაგებობების სრული რეაბილიტაცია ყველა საჭირო ტექნოლოგიური, კონსტრუქციული, მექანიკური თუ ელექტრო – ტექნიკური კომპონენტით.  
  • იგოეთის სათავე ნაგებობის ტერიტორიისა და მასში არსებული შენობა – ნაგებობების სრული რეაბილიტაცია ყველა საჭირო ტექნოლოგიური, კონსტრუქციული, მექანიკური თუ ელექტრო – ტექნიკური კომპონენტით. (მათ შორის სანიტარული დაცვის ღობის მოწყობა.
  • შიოს წყაროს სათავე ნაგებობის ტერიტორიისა და მასში არსებული შენობა – ნაგებობების სრული რეაბილიტაცია ყველა საჭირო ტექნოლოგიური, კონსტრუქციული, მექანიკური თუ ელექტრო – ტექნიკური კომპონენტით.  

დაგეგმილია ასევე გამანაწილებელი ქსელებისა და სატუმბი სადგურების რეაბილიტაცია. 

ქ ა რ ე ლ ი: 

  • ქარელში მდინარე მტკვარზე არსებულ ხიდზე წყალმომარაგების არსებული პოლიეთილენის მაგისტრალური მილის შეკიდება ჰიდრავლიკური გამოცდით და გარეცხვა/დეზინფექციით D=315მმ საორიენტაციო სიგრძით – 160მ; შესაბამისი ჩაჭრა – დაერთების სამუშაოებით, ვანტუზის, დამცლელის, ჩამკეტმარეგულირებელი არმატურითა და ფასონური ნაწილებით. 

გ ო რ ი: 

  • გორში, მდინარე ლიახვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მაგისტრალური მილის რეაბილიტაცია ჰიდრავლიკური გამოცდით და გარეცხვა/დეზინფექციით D=400მმ საორიენტაციო სიგრძით – 180მ; შესაბამისი ჩაჭრა – დაერთების სამუშაოებით, ვანტუზის, დამცლელის, ჩამკეტმარეგულირებელი არმატურითა და ფასონური ნაწილებით. 
  • გორში სადგურის დასახლების წყალმომარაგების ქსელის მოწყობა პოლიეთილენის მილებით, ჰიდრავლიკური გამოცდით და გარეცხვა/დეზინფექციით საორიენტაციოდ D=32÷110მმ სიგრძით – 5 კმ შესაბამისი ჩამკეტ-მარეგულირებელი არმატურებით, საჭიროების შემთხვევაში წნევის გამაძლიერებელი ტუმბო – აგრეგატებით, წნევის სარეგულაციო ჭებით, სახანძრო ჰიდრანტებითა და ფასონური ნაწილებით. 
  • გორში შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ საკუთრებაში არსებულ სერვის – ცენტრის ტექნიკური განყოფილების შენობის სრული რემონტი – რეაბილიტაცია  (საწყობით, პარკინგით, დახურული ავტოფარეხით, შესაბამისი სანიტარული, გათბობა-გაგრილების, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებითა და შშმ პირებზე მორგებული ინფრასტრუქტურით.) 
  • კარალეთის სათავე ნაგებობის ტერიტორიისა და მასში არსებული შენობა – ნაგებობების სრული რეაბილიტაცია ყველა საჭირო ტექნოლოგიური, კონსტრუქციული, მექანიკური თუ ელექტრო – ტექნიკური კომპონენტით და არსებული – ამორტიზებული შენობების დემონტაჟი; სადარაჯო, საპირფარეშო და საქლორატორო შენობების მოწყობა. 
დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.