ახალი ამბები

“სამი კვირაა ურნები არ დაუცლიათ” – ზემო ხვედურეთში ნაგვის გატანის პრობლემაზე საუბრობენ

“შიდა უბნებში ნაგვის ურნები სამი კვირაა არ დაუცლიათ”, – ამბობს ზემო ხვედურეთში მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქე. 

მოსახლოება ამბობს, რომ თუკი ნაგვის ურნები დროულად არ დაიცლება, სოფელში ისევ სტიქიური ნაგავსაყრელები გაჩნდება. 

“ახალი მანქანები გადაეცა ქარელის მერიასო და კია ნაგავში ყველაფერირომ დაცხება ასეთი ურნები სახიფათოა”, – ამბობს ადგილობრივი. 

ურნების დაცლის პრობლემაზე საუბრობენ ქარელის მუნიციპალიტის სხვა სოფლებშიც. 

“რუისშიც ასეთი უყურადღებობაა ზუსტად!”, – ამბობს ეკა ბეჟუაშვილი. 

“ყველგან ეგ მდგომარეობაა, მარტო ხვედურეთში არა”, – წერს მაგული ამბოკაძე. 

ინფორმაციისთვის, ქარელის მუნიციპალიტეტის მერიამ მიმდინარე წელს ორი ნაგავმზიდი და ორი სპეციალური დანიშნულების სატრანსპორტო საშუალება შეიძინა, ასევე 200 ნაგვის ურნა

დატოვეთ კომენტარი