ახალი ამბები

კარბში მინი სტადიონი და ტრენაჟორები მოეწყობა 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარბში მინი სტადიონისა და ტრენაჟორების მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდა. სამუშაოებისთვის გორის მერიამ 133 175 ლარი გაითვალისწინა. 

სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნულ საფარიანი მინი მოედნის მოწყობა, ასევე სავარჯიშო ტრენაჟორებისა და საჩრდილობელი ფანჩატურის მოწყობაც. საერთო ჯამში, 10 სახეობის ტრენაჟორის მონტაჟი იგეგმება. 

სატენდერო პირობების მიხედვით, სამუშაოები ხელშკერულების გაფორმებიდან 60 დღეში უნდა დასრულდეს. 

დატოვეთ კომენტარი