გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაცხადა ტენდერი 8 სოფელში შემოღობვის სამუშაოების შესასყიდად. უწყებამ ამ მიმართულებით 69 852 ლარი გაითვალისწინა.
შემოღობვის სამუშაოები დაგეგმილია შემდეგ სოფლებში:
- დიდი მეჯვრისხევი – სკვერის შემოღობვა;
- ზარდიაანთკარი- სასაფლაოს შემოღობვა;
- მარანა – სასაფლაოს შემოღობვა;
- მეჯუდისპირი – სტადიონის შემოღობვა;
- ორთაშენი – სასაფლაოს შემოღობვა;
- ქვემო არცევი- სასაფლაოს შემოღობვა;
- ქვემო რეხა – საბავშვო ბაღის შემოღობვა;
- ხელთუბანი – სასაფლაოს შემოღობვა.
სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები 60 დღეში უნდა დაასრულოს.
დატოვეთ კომენტარი