ქარელელი ძიუდოისტები ევროპის თასის გამარჯვებულები გახდნენ.
„ევროპის თასის“ ჩემპიონატი ძიუდოში კადეტთა შორის, გორში გაიმართა, სადაც ქარელელი გიორგი დულარიძე და შოთიკო გოჩიაშვილი ჩემპიონები გახდნენ.
დულარიძე 66 წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, ხოლო გოჩიაშვილი 90 წონით კატეგორიაში.
ინფორმაციისთვის; „ევროპის თასში“ 16 ქვეყნის 330 – მდე სპორტსმენი გოგონა და ვაჟი მონაწილეობდა.
დატოვეთ კომენტარი