ხაშურელები თბილისიდან ხაშურამდა და ხაშურიდან თბილისში მიმავალი მიკროავტობუსების მძღოლებს აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ ისინი მგზავრობის ფასს ხელოვნურად ზრდიან.
ადგილობრივების თქმით, მძღოლების უმეტესობა გაძვირებული ფასთან ერთად, გაუმართავი ტრანსპორტითაც გადაადგილდება. აღნიშნული საკითხი სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა ადგილობრივმა დააყენა. მის მოსაზრებას სხვა მოქალაქეებიც დაეთანხმნენ.
“ხაშურის ზოგიერთი “მარშუტკის” მძღოლი თბილისიდან ურბნისამდე 7 ლარს რატომ იღებთ? ყველას 5 ლარი ყოფნით და თქვენ მაკლიარები ხართ? ესეც მთავრობის ბრალია? სახელი გატეხილი გაქვთ, დადიხართ ზოგი კაიფში, ზოგი ნევროზიანი. ზოგს წლოვანი მაქანა ყავს ჯართში ჩასაბარებელი, გვირჩევნია მატარებელს გავყვეთ, ვიდრე თქვენ მაქანაში შიშით ვიჯდეთ”, – დაწერა კახა ხაჩიძემ.
“და ბენზინმა და დოლარმა აღარ დაიწია? 7 ლარი რომ დარჩა მგზავრობა?”,– წერს მაია ღამბაშიძე.
“ხაშურზე უპატრონო რაიონი არ არსებობს, ამას ხალხიც უწყობთ ხელს, ხმას არავინ არაფერზე ვიღებთ”, – ამბობს ნინო კიპაროიძე.
ინფორმაციისთვის, საქართველოში საწვავი 1,5 ლარით გაიაფდა, თუმცა ამის მიუხედავად არ შეცვლილა საქალაქთაშორისო მგზავრობის საფასური, არადა მგზავრობის გაძვირება საწვავის ფასის მომატებასთან პირდაპირ კავშირში იყო. როცა სატრანსპორტო კომპანიებმა მგაზვრობის საფასური გაზარდეს, ამბობდნენ, რომ საწავავის გაიაფების შემთხვევაში მგზავრობის ტარიფი ძველ ნიშნულს დაუბრუნდებოდა, თუმცა ამ დრომდე ამ მხრივ არაფერი შეცვლილა.