ახალი ამბები

საბავშვო ბაღის და მერიის თანამშრომლები “უცნობის” აქციაზე შიდა ქართლიდან

“უცნობის” ორგანიზატორობით, თბილისში, რესპუბლოკის მოედანზე გამართულ აქციას შიდა ქართლის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან, საჯარო მოხელეები და  საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლებიც ესწრებოდნენ.

“მოზაიკას” მიაწოდეს ფოტოები, სადაც აქციაზე მყოფი კარბის საბავშვო ბაღის თანამშრომლები ჩანან.

მაგალითად, ფოტოზე ჩანს ბაღის გამგე ლია გაბლიშვილი და ამავე სააღმზრდელო დაწესებულების ექთანი ლუიზა ზუბაშვილი.

ფოტოებით დასტურდება, რომ აქციაზე იმყოფებოდა კასპის მერის წარმომადგენელი კავთისხევის თემში მიხეილ კელაპტრიშვილი.

ცნობისთვის, აქციაზე გორიდან წამსვლელები გუშინ ოთარშენში, ავტობანის სიახლოვეს შეიკრიბნენ, სადაც სამარშუტო მიკროვტობუსები იყო მობილიზებული.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.