სოფელ რბონასთან, მდინარე მტკვარზე გადასასვლელი ხიდი ლედ ლამპიონებით განათდება.
ხაშურიას მერიამ 6 ცალი ლამპიონის მოსაწყობად ტენდერი უკვე გამოაცხადა.
დოკუმენტაციის მიხედვით, ხიდზე 6 ცალი ღამის განათების ლედ ლამპიონები მოეწყობა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 3800 ლარი დაიხარჯება.
რბონას ხიდის რეაბილიტაცია ნოემბერში დასრულდა. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ხაშურის ბიუჯეტიდან 37 630 ლარი დაიხარჯა.
ინფორმაციითვის, აღნიშნული ხიდი ერთმანეთთან ორ სოფელს რბონას და დამჩხეულას აკავშირებს.
დატოვეთ კომენტარი