ახალი ამბები

გორის სპორტის სასახლემ კადეტთა შორის „ევროპის თასს“ უმასპინძლა 

გორის სპორტის სასახლემ კადეტთა შორის „ევროპის თასს“ უმასპინძლა. ღონისძიება საქართველოში პირველად ჩატარდა. მაღალი რანგის შეჯიბრებები გორის სპორტის სასახლეში 29 – 30 აპრილს მიმდინარეობდა.

“ტურნირი გორში ევროპის ძიუდოს კავშირმა ჩანიშნა. ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გასული წლის წარმატებული გამოცდილება აღმოჩნდა. გორმა 2022 წელს ევროპის საკლუბო ჩემპიონტს მაღალი დონეზე უმასპინძლა.ღონისძიებაში 16 ქვეყნის 330 – მდე სპორტსმენი გოგონა და ვაჟი მონაწილეობდა”, – ნათქვამია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მონაწილეებთან და საქართველოს რეგიონებიდან ჩამოსულ გულშემატკივრებთან ერთად, გორმა ევროპის ძიუდოს კავშირისა და სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ დელეგაციებსაც უმასპინძლა.

დატოვეთ კომენტარი