ახალი ამბები

უფუნქციო იყო – ქარელის მერიამ ბერძენაულის რიტუალების სახლი 5 წლით გაასხვისა

ქარელის მერიამ ბერძენაულში მდებარე რიტუალების სახლი 5 წლის ვადით გაასხვისა. საკრებულოს ნებართვის საფუძველზე, იჯარის წლიური გადასახადი 2 000 ლარია. 

ხელისუფლება გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში აშენებული შენობა უფუნქციო იყო. 

“წლებია რიტუალების სახლს არ უმუშავია. მოსახლეობა ქელეხებს აგარაში და ქვენატკოცაში იხდის, ისე მოხდა, რომ იქაც ააშენეს დარბაზები კერძო პირებმა და ეს შენობა უფუნქციოდ იდგა”, – განმარტა ჯუმბერ შუბითიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ. 

ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ბერძენაულის რიტუალების სახლი 5 წლის ვადით დავით ახალკაცს გადაეცა. როგორც ქარელის მერია ამბობს, ახალკაცი ერთ-ერთი ადგილობრივია. 

ხელისუფლების მტკიცებით, შენობის გასხვისება ადგილობრივების სურვილიც იყო. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები