ახალი ამბები

სურამში, იტრიის დასახლებაში სკვერის მოწყობის სამუშაოები გრძელდება 

დაბა სურამში, იტრიის დასახლებაში, სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

ხაშურის მერიის ცნობით,  პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდა გარე განათებები, დასასვენებელი სკამები, ურნები, საბავშვო ატრაქციონები. ეწყობა დეკორატიული აგურის კედელი, ფანჩატური და მწვანე სივრცეები.

“აღნიშნული სამუშაოები, სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში, სლოგანით „დაგეგმე შენი ბიუჯეტი“ ხორციელდება. პროგრამის მიზანია გაიზარდოს მოქალაქეთა ჩართულობა მუნიციპალური ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე და მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული მოსახლეობის ინტერესი”, – ნათქვამია ხაშურის მერიის ინფორმაციაში. 

პროექტის ღირებულება 217 547 ლარს შეადგენს. სამუშაოებისთვის თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. მერიის ცნობით, სამუშაოები საპილოტე რეჟიმში, მუნიციპალიტეტის სამ ადმინისტრაციულ ერთეულში ხორციელდება.

დატოვეთ კომენტარი