კასპის მუნიციპალიტეტში გუშინ, 27 აპრილს სეტყვა მოვიდა. არსებული ინფორმაციით, სეტყვა დაახლოებით ხუთ სოფელში იყო, თუმცა აქედან ყველაზე ძლიერად სოფელ ხანდაკში დაფიქსირდა.
სოფლის მეურნეობის შიდა ქართლის სამმართველოს წარმომადგენლის, მამუკა ლომსაძის ინფორმაციით, ზემო ხანდაკი განსაკუთრებით დაზარალდა.
“დანარჩენ სოფლებში ძლიერი სეტყვა არ ყოფილა, დაახლოებით 5 სოფელში იყო, მაგრამ ძალიან მცირე. ძირითადად, ხოვლე-ხანდაკის მიმართულებით იყო ძლიერად. ზარალი დიდია სავარაუდოდ”, – გვითხრა მამუკა ლომსაძემ.
დატოვეთ კომენტარი