გორის საკალათბურთო კლუბი “ივერიონი” სუპერლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებულია.
კალათბურთის ფედერაციის ცნობით, პლეიაუტის სერიაში “ივერიონმა” თბილისის “ტიტები” 3-1 დაამარცხა და მომავალი სეზონიდან კლუბი სუპერლიგაში იასპარეზებს.
“გორში გამართულ საკვალიფიკაციო სერიის მე-4 მატჩს რამდენიმე ინციდენტი ახლდა. თამაშის დასრულებამდე დაახლოებით 6 წუთი რჩებოდა, როცა მოედანზე კონფლიქტი მოხდა და სათადარიგოთა სკამიდან შესული მოთამაშეები მსაჯებმა თამაშიდან გააძევეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი ასევე კონფლიქტი მოხდა “ტიტებისა” და “ივერიონის” გუნდის წევრებს შორის, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, საბოლოო ანგარიში დაფიქსირებულიყო – 92:66″, – წერს კალათბურთის ფედერაცია.
თუ რა სახის ჯარიმებსა და სანქციებს მიიღებენ კონფლიქტში მონაწილე მეტოქე გუნდების წევრები, ამას სადისციპლინო კომიტეტი მას მერე გადაწყვეტს, რაც მატჩის განხილვა მოხდება.