გორის საჯარო სკოლებს კიდევ ორი მენტორი მასწავლებელი შეემატა.
საგანმანათლებლო რესურსცენტრის ცნობით, მენტორის სტატუსი გეორგრაფიის მასწავლებელ ნანა წიწუაშვილს და ბიოლოგიის მასწავლებელ ნინო ფსუტურს მიენიჭათ.
“განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილებისა და მიღწევების გამო განსხვავებული წესით მენტორის სტატუსის მინიჭებას ვულოცავთ ნანა წიწუაშვილს – ქ.გორის N5 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელს და ნინო ფსუტურს – ქ.გორის N8 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელს”, – წერს გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრი.
დატოვეთ კომენტარი