ახალი ამბები

ხაშურის N9 სკოლის ფეხბურთელთა გუნდი შიდა ქართლის ჩემპიონი გახდა

ხაშურის N9 საჯარო სკოლის ფეხბურთელთა გუნდი “შევარდენი” შიდა ქართლის ჩემპიონი გახდა.

რეგიონალური პირველობა ფეხბურთში ხაშურის კომპლექსურ სასპორტო სკოლაში ჩატარდა, სადაც სადაც ხაშურის გუნდი “შევარდენი ფინალში კასპის სკოლის გუნდს შეხვდა.

შეხვედრა ანგარიშით 5:3 დამთავრდა და “შევარდენმა” საქართველოს სასკოლო ოლიმპიადა 2023-ზე შიდა ქართლის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი