ქარელის N2 საჯარო სკოლის გუნდი კონკურსში “საქართველო დემოკრატიული რესპუბლიკა” ფინალისტი გახდა.
კონკურსში, რომელშიც ქვეყნის მასშტაბით 200 სკოლა მონაწილეობდა, გუნდმა უმაღლესი 20 ქულიდან 16 ქულა აიღო და მეორე ადგილი დაიკავა.
სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გუნდი მე-11 კლასის მოსწავლეებისგან იყო დაკომპლექტებულლი.
“მიქაელ ბუზალაძის, გიორგი ხაჩატუროვის, გიგი თოთლაძის, ნიკა გულიკიანის, დავით სანდოძის და ომიკო ვალიშვილისგან შემდგარმა გუნდმა კონკურსში “საქართველო დემოკრატიული რესპუბლიკა”. სადაც მთელი ქვეყნის მასშტაბით, 200 სკოლა მონაწილეობდა მე-2 ადგილი დაიკავა. ვულოცავთ გუნდის მთავარ კონსულტანტს, ეკა ბაქრაძეს ამ დამსახურებულ გამარჯვებას”, – წერია სკოლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დატოვეთ კომენტარი