“ქარელის მუნიციპალიტეტს 2023 წლის აპრილის თვეში ესაჭიროება 3000 ლიტრი საწვავი პრემიუმი მუნიციპალიტეტის უფლება მოვალეობების შეუფერხებლად შესრულებისათვის”, – ვკითხულობთ დოკუმენტაციაში, რომლის მიხედვითაც ქარელის მერიმ საწვავი გამარტივებული შესყიდვის გზით, “სან პეტროლიუმ ჯორჯიასგან” იყიდა.
დოკუმენტაციის მიხედვით, ერთი ლიტრი საწვავი 2.39 ლარი ღირს. ერთი თვის სამყოფ საწვავში კი მერიამ 7170 ლარი გადაიხადა.
“ადგილობრივი ბიუჯეტის რაციონალური ხარჯვის პრინციპიდან გათვალისწინებით მიზანშეწონილად მიგვაჩნია საწვავი შევისყიდოთ არაგამარჯვებული მიმწოდებლისაგან შპს ,,სან პეტროლიუმ ჯორჯია” საგან მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ავტო სატრანსპორტო საშუალებებისათვის”, – განმარტავს ქარელის მერია.
საერთო ჯამში, ქარელის მერიამ “პრემიუ 10” საწვავის 220, ხოლო “პრემიუმ 20” -ის 40 ტალონი შეიძინა.