ახალი ამბები

ალში მომხდარი მკველობისთვის დაკავებულს სახაზინო ადვოკატი იცავს 

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებულ მამაკაცს სახაზინო ადვოკატი იცავს. გიორგი შავდათუაშვილი უკვე შეხვდა მისი დაცვის ქვეშ მყოფს.

შავდათუაშვილის თქმით, ბრალის ოფიციალურად წარდგენა ხვალ მოხდება.

“ბრალის წარდგენა ხვალ მოხდება, აღიარებს თუ არა დანაშაულს ამაზე ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს დაკავებულს, გავეცნობი საქმის მასალებს და ხვალ კიდევ გავესაუბრები”, – ამბობს სახაზინო ადვოკატი.

განზრახ მკვლელობისთვის დაკავებული იმედა კახიშვილი გორის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება და ბრალის ოფიციალურად წარდგენას ელოდება.

ინფორმაციისთვის, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში იმედა კახიშვილი ჯონი ნოზაძის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიების ვერსიით, მიმდინარე წლის 24 აპრილს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დაკავებულმა ჯონი ნოზაძეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

დატოვეთ კომენტარი