ახალი ამბები

ქვიშხეთში სახალხო დღესასწაული “ყიფიანობა” აღინიშნება

ქვიშხეთში სახალხო დღესასწაული “ყიფიანობა” აღინიშნება.

ხაშურის სამუზეუმო გაერთიანების ინფორმაციით, ამ დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა აქტივობებია დაგეგმილი.

“26 აპრილს, ოთხშაბათს, ქვიშხეთში გაიმართება „ყიფიანობა, დიდი ქართველი მამულიშვილის, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მედროშის, წმინდა დიმიტრი ყიფიანისადმი მიძღვნილი სახალხო დღესასწაული”, – ვკითხულობთ გაერთიანების განცხადებაში. 

სახალხო დღესასწაული 11:00 საათზე, ქვიშხეთის აღდგომის ეკლესიაში, წმინდა დიმიტრი ყიფიანის სავედრებელი პარაკლისით დაიწყება და შემდეგ სახლ-მუზეუმში გამოსვლებით და კონცერტით გაგრძელდება. 

დაგეგმილ აქტივობებზე დასწრება ყველა მსურველს შეეძლება. 

დატოვეთ კომენტარი