ქარელში შიდა ეზოების მოწესრიგება იგეგმება. როგორც ქარელის მერის მოადგილე ამბობს, ამ ეტაპზე პროექტირების პროცესი მიმდინარეობს.
მისივ ინფორმაციით, ასფალტირება იგეგმება ვაჟა ფშაველას, ნინოშვილის #2-სა და თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე კორპუსების შიდა ეზოებში.
“ამ ეტაპზე პროექტირებები მიდის ვაჟა ფშაველას ქუჩაზე დევნილთა დასახლების კორპუსებზე ე.წ. მასწავლებელბელის კორპუსის ეზოზე, ასევე ნინოშვილის ქუჩის #2 ეზოსა და თამარ მეფის ქუჩაზე არსებული კორპუსის ეზოებზე”, – გვითხრა მაწონაძემ.
დატოვეთ კომენტარი