კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში ნაგვის ურნების დადგმას ითხოვენ. მოსახლეობა ამბობს, რომ სოფელში სტიქიური ნაგავსაყრელები მომრავლდა.
ისინი ამბობენ, რომ ტემპერატურის მომატებასთან ერთად სოფლის ცენტრში გავლაც კი შეუძლებელი გახდება.
“მოსახლეობა ვითხოვთ, რომ დაიდგას ნაგვის ურნები”, – წერენ ხოვლელები სოციალურ ქსელში.
“ნაგავი აქეთ-იქით ყრია. ეკლესიასთან არ ინახვის ისეთი ამბავია, უნდა დაიდგას აუცილებლად”, – წერენ ადგილობრივები.
ადგილობრივი ხელისუფლებაში განმარტავენ, რომ მიმდინარე წელს აღნიშნულ სოფელში ნაგვის ურნების დადგმა დაგეგმილი აქვთ.
“ხანდაკში და ხოვლეში საერთოდ არ გვაქვს ნაგვის ურნები, რადგან ფიზიკურად არ არის საკმარისი მანქანა, რომ ავიდეს და მოემსახუროს სოფელს. წელს იგეგმება დამატებით მანქანის ყიდვა და ნაგვის ურნების დაიდგმება”, – გვითხრა თამაზ ხუციშვილმა, ხოვლეს ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლემა კასპის მერიაში.