სოფელ ალში ტაძრამდე მისასვლელი გზის მოასფალტება მიმდინარეობს, – ინფორმაციას ხაშურის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამუშაოებს მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს, ღირებულება კი 554 662 ლარს შეადგენს.
“პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით ხორციელდება და მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით 2000- მდე ადგილობრივი ისარგებლებს”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.
მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სანიაღვრე არხების მოწყობა, პროექტით გათვალისწინებულია საგზაო მონიშვნების გაკეთებაც.
დატოვეთ კომენტარი