ახალი ამბები

სახლი გაყიდა და ფული ტაძრის მშენებლობას შესწირა – როგორ შენდება ეკლესია ქარელში

ქარელში ანთიმოზ ივერიელის სახელობის ეკლესია შენდება. როგორც მღვდელი ვიტალი ღვინიაშვილი “მოზაიკას” უყვება, ტაძრის მშენებლობაში მნიშვნელოვანი წვლილი რუმინელ ქალს მიუძღვის, რომელმაც რუმინეთში საკუთარი სახლი გაყიდა და ის თანხა ეკლესიის აშენებას შესწირა. 

“ჩამოვიდა ეს ქალი და მთელი თავისი დანაზოგი გადასცა მეუფეს ანთიმოზ ივერიელის ტაძრის ასაშენებლად. თვითონაც წამოვიდა ძამის ხეობაში, მორჩილის კაბით შეიმოსა და აქ დაიწყო ცხოვრება”, – ამბობს მღვდელი ვიტალი ღვინიაშვილი. 

მისივე თქმით, შეწირული თანხა ტაძრის მშენებლობის დასასრულებლად საკმარისი არ აღმოჩნდა და სხვა ადამიანების დახმარებაც გახდა საჭირო. 

“მარტო ეს თანხა არ იყო საკმარისი ტაძრის ასაშენებლად, კეთილი ადამიანების გვერდში დგომით შემოწირულობით ფაქტიურად, უკვე ქვით იმოსება, შიგნიდან კირით ილესება. მოსახლეობის შემოწირულობა ძალიან გვეხმარება. ზოგი გვთავაზობს, რომ გუმბათს გავაკეთებთო, ზოგიც ბლოკს ყიდულობს. დახმარება არის მოსახლეობის მხრიდანაც, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ აქ ტაძარი შენდება. ამიტომ თქვენი დახმარება გვჭირდება, რომ ამის შესახებ ბევრმა გაიგოს”, – გვითხრა მღვდელმა ვიტალი ღვინიაშვილმა. 

ტაძრის მშენებლობაში მონაწილეობის მსურველებს, თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ ანგარიშის ნომრებზე: 

  • თიბისი ბანკი: GE21TB7799545064300039
  • საქართველოს ბანკი: GE58BG0000000537571341
  • მიმღები: დავით აბაშიშვილი.

ტაძრის ეზოში ასევე აშენდება საკვირაო სკოლა, რომლის ფუნქციაც ბავშვებისთვის ხატწერის სწავლა იქნება.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები