ახალი ამბები

“უსახლკარო ოჯახებს კოტეჯების გარდა, ერთჯერად ფულად დახმარებას ვაძლევთ” – შიოშვილი 

გორის მერიამ წელს საცხოვრებელი კოტეჯი 4 სოციალურად დაუცველი და უსახლკარო ოჯახისთვის გაითვალისწინა, აქედან 2 ოჯახს კოტეჯი უკვე გადაეცა. 

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, თამაზ შიოშვილის განმარტებით, გასულ წელს კოტეჯებით 2 ოჯახი დააკმაყოფილეს. მისივე თქმით, კოტეჯების გარდა, მათ ეძლევათ ერთჯერადი ფულადი დახმარებაც. 

“უსახლკარო ოჯახებს, რომლებსაც კოტეჯებს გადავცემთ, ასევე ვაძლებთ ფულად დახმარებასაც 1500 ლარის ოდენობით, რათა მათ შეძლონ იმ ტექნიკური პრობლემების გადაჭრა, რასაც მერია ვერ მოუგვარებს”, – განაცხადა თამაზ შიოშვილმა. 

ინფორმაციისთვის, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ მიმდინარე წელს ოთხი ოჯახისთვის ხის კოტეჯების შესაძენად 225 640 ლარი გაითვალისწინა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.